დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდი განაგრძობს მზადებას მოახლოებული ევროთასის მატჩისთვის. თბილისელები ხვალ 20.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის პირველ მატჩში ალმათის კაირატს დაუპირისპირდებიან. დღეს დინამო არენაზე ორივე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, მანამდე კი თბილისელთა დამრიგებელმა- ლევან გვანცელაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.