• Geo
  • Eng
23.08.2016
17 წლამდელებმა აზერბაიჯანს მეორედაც აჯობეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა ამჯერად დიდი ანგარიშთ 4:1 აჯობა მეტოქეს. მეორე პაექრობაც ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიმართა და პირველის მსგავსად მასპინძელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მეზობელთა კარში დინამოელმა ზუკა დავითაშვილმა გაიტანა. მის გარდა აზერბაიჯანელთა კარი გულიაშვილმა (2) და ქუთათელაძემ აიღეს. დინამოდან გუშინდელი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს- დავითაშვილმა, მექვაბიშვილმა, ჩიქოვანმა და კვარაცხელიამ. შეცვლაზე კი მამარდაშვილი, გაბედავა, ბაბუნაძე და ხარაბაძე შევიდნენ. 29 აგვისტოს, ჭაბუკი ჯვაროსნები გეზს პოლონეთისკენ აიღებენ და სირენკას თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024