საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მეზობლებს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე უმასპინძლეს. შეხვედრა მთლიანად გურამ ასპინძელაშვილის შეგირდების კარნახით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:1 დასრულდა. სამი გატანილი გოლიდან ორი დინამოელთა ანგარიშზეა. თავის გამოჩენა თამაზ ბაბუნაძემ და ლუკა ჩიქოვანმა მოახერხეს. ამ გოლებს შორის ზუსტი დარტყმა გიორგი ჯინჯოლავამ ჩაიწერა თავის ანგარიშზე. დინამოდან გუშინდელი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს- ბულისკერიამ, გაბედავამ, ხარაბაძემ, დარცმელიამ, დავითაშვილმა, ბაბუნაძემ და მექვაბიშვილმა. შეცვლაზე კი კვარაცხელია და ჩიქოვანი შევიდნენ. მორიგ სპარინგს ჭაბუკი ჯვაროსნები აზერბაიჯანელებთან 23 აგვისტოს ჩაატარებენ.