• Geo
  • Eng
19.10.2016
19 წლამდელები ალმათიში დამარცხდნენ

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა კაირათმა დინამო თბილისი მიიღო და პირველი შეხვედრის დარად, საპასუხო მატჩშიც იმარჯვა. პაექრობა თბილისელებმა კარგად დაიწყეს და უკვე მეშვიდე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიშიც გახსნა. ახალგაზრდა დინამოელები ბევრს უტევდნენ, ამწვავებდნენ, რამდენჯერმე მასპინძელთა კარი ძელმა იხსნა გარდაუვალი ხიფათისგან. თბილისელთა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა გამოასწორეს თამაში, მეთოდურად უპირატესობაც მოიპოვეს და ხუთი გოლი გაუტანეს სტუმრებს. ამით დინამოს 19 წლამდელებმა დაასრულეს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში სადებიუტო გამოსვლა.

 

დასრულებული მატჩის შემდეგ, თბილისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა- გიორგი შაშიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი შაშიაშვილი: ვულოცავ კაირათს გამარჯვებას. ჩვენ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გავიტანეთ გოლი, ორჯერ კი ძელს მოვარტყით ბურთი. პირველ ნომრად თამაში გვინდოდა, პრესინგის თანხლებით. როდესაც აგებ შეხვედრას, რთულია საუბარი. პირველი ნახევარი ჩვენი იყო, მეორე ტაიმში კი კაირათმა ითამაშა ძალიან კარგად. ვფიქრობ, რომ 5:1 ის ანგარიში არაა, რომლითაც მატჩი უნდა დასრულებულიყო. წინ ზალცბურგი გელოდებათ, რომელიც ძალიან კარგი გუნდია.

 

 

კაირათი 5:1 დინამო

გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე 7’  1:1 ბახტიაროვი 53’  2:1 კოტოვი (პენ) 71’  3:1 სოლტანოვი 80’  4:1 პოპოვი 87’  5:1 ორაზოვი 90+2’

გაფრთხილება: კასიმი 4’  ლოჩოშილი 22’  ისიანი 23’  ბახტიაროვი 27’  ჩაკვეტაძე 45’  ძაგოევი 57’ 

კაირათი: გრუბოვი, კასიმი, აიტორე, კიბირაი, კოტოვი (პოპოვი 80), ორაზოვი, არტიუშენკო, იევსეევი (ჟაპარული 89), სოლტანოვი, ჟუზბაი (ადახაჯიევი 75), ბახტიაროვი

დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, კობოური (ქავთარაძე 66), ლოჩოშვილი, ნინუა, ძაგოევი, კუცია (დავითაშვილი 59), ყურაშვილი, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი (ხარაბაძე 66), ზარია

მსაჯი: მიხაილ ვილკოვი (რუსეთი)

 

*ფოტო კაირათის ოფიციალური ვებ გვერდიდან

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024