დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-17გუნდმაც. გიორგი მინაშვილის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ვიტ ჯირჯიას 2:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა აკადემიის ახალწვეულმა, გიორგი ხარებაშვილმა, რომელმაც დღეს თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
დღევანდელ შეხვედრაში U-17 გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ხაინდრავა, კაპანაძე, კაციტაძე, გადრანი (ფიფია), სადღობელაშვილი, ჯაფიაშვილი (ბაშალეიშვილი ნიკა), ჩიხლაძე (ღვალაძე), ვეკუა, ხარაბაძე, გალდავაძე (გაბედავა), ურჩუხაშვილი (ჯანაძე) (ფირცხალავა)