15 წლამდელთა ჩემპიონატში ფინალში მონაწილე გუნდები გამოვლინდნენ. წყალტუბოში ერთმანეთის პირისპირ დინამო და ქობულეთის შუქურა წარდგნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა, რომელიც გათამაშებაში მთავარ ფავორიტად ითვლება, მეტოქეს დიდი ანგარიშით 3:0 აჯობა. გოლები ზღვისპირელთა კარში მოისწრაფიშვილმა, მექვაბიშვილმა და ლომთაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვებით თბილისელებმა ფინალის საგზური მოიპოვეს, რომელშიც სფფ- ს აკადემიას შეხვდებიან. გადამწყვეტი მატჩი 4 დეკემბერს 13.00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.
U15 დინამო 3:0 შუქურა
U15 დინამო: კუტალაძე, თუდები, ჭავჭანიძე, წაქაძე, აზაროვი, მაღალდაძე, ჩარკვიანი, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ჩაკვეტაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ლომთაძე, შუკვანი, ისმაილი, ჯანგველაძე, ქველაძე