დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ჩაატარა. თბილისელები საჩხერეში ჩიხურას დაუპირისპირდნენ და მიჯრით მეოთხე მატჩში იმარჯვეს. სათამაშო უპირატესობა დინამოელების მხარეს იყო და ამ ყველაფერთან ერთად სტუმრებმა შვიდი უპასუხო გოლიც გაიტანეს მასპინძელთა კარში. გოგილაშვილმა დუბლი გაიფორმა. თითო გოლი კი ნინუამ, ყურაშვილმა, ქავთარაძემ, ჩაკვეტაძემ და ხარაბაძემ გაიტანეს. ლევან გვანცელაძის გუნდს 8 მატჩიდან 22 ქულა დაუგროვდა და 31/3 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს თბილისელები 13 ოქტომბერს ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან ჩაატარებენ.
U19 ჩიხურა 0:7 დინამო
U19 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ნინუა, ნემსაძე (ძაგოევი 60), ყურაშვილი, სილაგაძე, ფოჩხუა, ქავთარაძე (გოგილაშვილი 65), ჩაკვეტაძე (აღდგომელაშვილი 55), ხარაბაძე