• Geo
  • Eng
05.12.2016
15 წლამდე დინამო ჩემპიონია

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანმა 15 წლამდელთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ დინამოსა და სფფ- ს აკადემიები წარდგნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა, რომელმაც მთელი პირველობა ბრწყინვალედ განვლო და ფინალურ შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდა- გადამწყვეტი მატჩი სრული სათამაშო უპირატესობით ჩაატარა. შეხვედრის დებიუტში ვახტანგ ჩარკვიანმა გახსნა ანგარიში. მეორე გოლი დინამოელებმა მე- 20 წუთზე გაიტანეს, თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა. მეორე ტაიმში დინამოელებმა კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. ტაიმის დებიუტში უკვე ზუკა დავითაშვილმა გამოიჩინა თავი, ცოტახანში კი ჩარკვიანმა დუბლი გაიფორმა და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა. ფინალის ჩათვლით დინამოელებმა 15 მატჩი ჩაატარეს, რომლიდანაც 14- ში იმარჯვეს და ერთხელ ყაიმს დასჯერდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით- 72/4.

ფინალის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჭაბუკი დინამოელები საჩემპიონო თასითა და ოქროს მედლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

 

U15 დინამო: თვალოძე, თუდები, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, დავითაშვილი, იაკობიძე, კვარაცხელია, მოისწრაფიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ლომთაძე, ისმაილი, ჯანგველაძე, ქველაძე, აზაროვი

 



 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024