დინამო თბილისის 19 წლამდელთა შემადგენლობამ ეროვნული პირველობის მორიგი ტურის მატჩი გამართა და ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა სრული უპირატესობით და მასპინძელთათვის დრამატული ფინალით წარიმართა. მთელი მატჩის მანძილზე თბილისელები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ამასთან არაერთი სახიფათო სიტუაციაც შექმნეს ბოლნისელთა კართან, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ. საბოლოოდ მასპინძელთა აუღებელი კარი აკაკი ყურაშვილმა მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებულ დროს დალაშქრა და დინამოს მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოუპოვა. ლევან გვანცელაძის გუნდს 9 მატჩიდან 25 ქულა დაუგროვდა და 32/3 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს თბილისელები 19 ოქტომბერს ალმათიში კაირათის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
U19 სიონი 0:1 დინამო
U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ნინუა, ლოჩოშვილი, ხარაბაძე (კობოური 46), ყურაშვილი, ძაგოევი, კუცია, ქავთარაძე (გოგილაშვილი 60), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 60), სილაგაძე