დასრულდა საქართველოს 2016 წლის ელიტ ლიგის გარდამავალი გათამაშება. გაგაცნობთ დინამოელთა მიერ ნაჩვენებ შედეგებს. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ 10 წლამდელთა გუნდის გარდა, ყველა დანარჩენი გუნდი ერთი წლით უფროსთა ტურნირზე ასპარეზობდა. U9 დინამო ზურა ელიავას ხელმძვანელობით მეოთხედფინალში დამარცხდა თენგიზ სულაქველიძის აკადემიასთან. ჩემპიონის ტიტულით დაასრულა პირველობა ოთარ გაგნიძის გუნდმა. U10 დინამომ ფინალში საბურთალოს აჯობა 1:0. იმავე ანგარიშით ფინალში თბილისის მიმინოსთან დამარცხდა რევაზ გვარაკიძის კრებული. 12 წლამდე დინამოელებმა კახა გოგოლაძის თავკაცობით ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს. ეს გათამაშება წრიული სისტემით გაიმართა. 2003 წელს დაბადებულმა დინამოელებმა ფინალში ავაზა დაამარცხეს 1:0 და კახა იაგორაშვილის შეგირდებმა ოქროს მედლები ირგუნეს. მეოთხედფინალში დაასრულეს ასპარეზობა ბორის გონჩაროვის შეგირდებმა, რომლებმაც პლეი ოფის მატჩი ავაზასთან 0:1 დათმეს. დინამოს აკადემიის 2006 წელს დაბადებულთა სკოლის გუნდმა მერიის თასზე მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონის ტიტულით დაასრულა ტურნირი. ოთარ გაგნიძის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის ლომებს 4:1 აჯობა.