• Geo
  • Eng
27.09.2017
19 წლამდე დინამო ცხრილში დაწინაურდა

ოქროს ლიგაში დინამოს 19 წლამდე გუნდმა მეოთხე მატჩი ჩაატარა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ლოკომოტივს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა ერთ-ერთი კონკურენტი. ანგარიში პირველ ნახევარში ხარაბაძემ გახსნა. ხარშილაძემ და ერგემლიძემ მეორე ტაიმში კიდევ თითო გოლი გაიტანეს და დინამო სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ჩვენს გუნდს 4 ტურის შემდეგ 12 ქულა და ბურთების ბალანსი 21/2 უმყარებს ზურგს.

 

U19 ლოკომოტივი 0:3 დინამო

U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, კაკულია, კიტეიშვილი (მოისწრაფიშვილი 87), ხარაბაძე, აზაროვი (მექვაბიშვილი 83), ერგემლიძე (ჩარკვიანი 78)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024