• Geo
  • Eng
14.10.2023
17 წლამდელების გამარჯვება დანიასთან

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩი გამართა, რომელშიც დანიას დაუპირისპირდა. ქუთაისში გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. (პირველ ტურში ჩვენი 17 წლამდელები იმავე ანგარიშით ავსტრიასტან დამარცხდნენ).

 

ანგარიში მატჩის 35-ე წუთზე საქართველო გახსნა, ავტოგოლი ვიქტორ გუსტაფსენმა მიიწერა. ტაიმის ბოლოს კი დინამოელებმა ორი ბურთით დააწინაურეს ჩვენი ასაკობრივი ნაკრები. ვახო სალიას დარტყმულს ნიკა ელისაშვილმა დაამატა და 2-0. ნომინალურმა მასპინძელმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და საბოლოოდ გიორგი ჩიტაურის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. 17 ოქტომბერს საქართველო ლიეტუვას შეხვდება და აღნიშნულ შეხვედრაში გადაწყდება შემდეგი ეტაპის საგზურის ვინაობა.

 

ფოტო nakrebi.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024