დღეს 19 წლამდე ოქროს ლიგის ზედა ჯგუფში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო დუელში ეს ორი გუნდია ჩართული და მნიშვნელობიდან გამომდინარე თამაშიც ხისტი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთლიანობაში სათამაშო უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს სტუმართა კართან. აღსანიშნავია მეორე ტაიმში საბურთალოს სახიფათო კონტრშეტევაც, რა დროსაც მასპინძელთა კარი მათე საურმა იხსნა. დინამოელებმა კი განსაკუთრებით მატჩის ბოლოსკენ რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელს, მაყურებელმა დაუცველი კარიდან მცველის მიერ გამოტანილი ბურთიც იხილა, თუმცა შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
სატურნირო ცხრილში საბურთალო 20 მატჩის შემდეგ 47 ქულით ლიდერობს, დინამოელებს კი ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული და 45 ქულა დაგროვებული. მომდევნო მატჩს ვალერი გაგუას გუნდი 20 ოქტომბერს გამართავს, დინამოელები აკადემიაში მესამე ადგილზე მყოფ ტორპედოს უმასპინძლებენ.
U19 დინამო 0-0 საბურთალო
დინამო: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, დათუაშვილი, ახალკაცი, გ. ცეცხლაძე, მაშავა, ბუბუტეიშვილი, შეროზია, ნ. ცეცხლაძე, გოცირიძე
სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, სადღობელაშვილი, შაშიაშვილი, ბურდიაშვილი, ჯიქია, ფრიდონიშვილი, ბერელიძე, ოდიკაძე, მეხტიევი
ფოტოამბავი