დინამო თბილისის 12 წლამდე შემადგენლობა ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც ატეიტის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. პატარა დინამოელებმა ერთი თვის წინ ბათუმში გამართული ანალოგიური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
შეჯიბრი 6 ოქტომბრიდან დაიწყება და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისელები B ჯგუფში რუმინულ დაჩიას, ლატვიურ დაუგავპილსს, ლიეტუვურ ჟალგირისსა და ასევე მასპინძელთა ბალტიოშს შეხვდებიან. A ჯგუფში კი ტურინის იუვენტუსი, ესტონური ტალინი, ლიეტუვური კლაიპედა, ლატვიური ვენტსპილსი და რიგა იასპარეზებენ.
ხვალ დინამოელები პირველ მატჩში კაუნასის ჟალგირისს ეთამაშებიან, ხოლო შემდეგ დაუგავპილსს შეხვდებიან.
დინამო U12: საბა ბასარია, ნიკოლოზ კაჭახიძე, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, საბა კედელაშვილი, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, ზურა აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ თურმანიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჩომახიძე, ლუკა რაზმაძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გიგა მორჩაძე, ნიკოლოზ ჭუმბაძე და ირაკლი ბერიანიძე.
გუნდის მთავარი მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე