28, 29 და 30 სექტემბერს დინამოს აკადემიაში მწვრთნელთა გადამზადების მე-3 მოდული ჩატარდა, რაც 6-დან 12 წლამდე ფეხბურთელების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გულისხმობდა. სემინარებში მონაწილეობა 13 მუნიციპალიტეტის 26 მწვრთნელმა მიიღო. სამი დღის განმავლობაში მწვრთნელებმა, ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
მომხსენებლები: ზაზა დოლიძე - დინამოს გენ. დირექტორი, ლევან გვანცელაძე - საფეხბურთო სკოლის დირექტორი, გია ისიანი - პროექტის მენეჯერი, ანდრეს კარასკო - დინამოს მთ. მწვრთნელი, დომენიკო ჯორდანო - დინამოს ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გაბრიელე ჯერვაზი - აკადემიის მთ. მწვრთნელი, სანდრო ბერგამო - აკადემიის კოორდინატორი, დიმიტრი კალანდაძე - ფსიქოლოგი, პაატა მეტრეველი - რეგიონალური კოორდინატორი, თენგიზ კაცია - რეგიონალური კოორდინატორი, კობა ჟორჟიკაშვილი - რეგიონალური კოორდინატორი.