დინამო თბილისის რეგიონალური ნაკრები ატეიტის თასის გათამაშებაში ჩაერთო. ვილნიუსში მიმდინარე ტურნირი 12 წლამდე ფეხბურთელთა შორის ტარდება.
დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი გამართეს და სამივეში იმარჯვეს, ხვალ კი პლეი ოფის შეხვედრებამდე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ჩაატარებენ.
პირველ მატჩში დინამომ უკრაინულ ნივას გურამ დიასამიძის და ანდრია აბრამიანის გოლებით 2-1 აჯობა. ლატვიური მარუპესი ჩვენმა გუნდმა 3-2 დაამარცხა, გოლები კი ერეკლე ქარსელაძემ, გურამ დიასამიძემ და ანდრია აბრამიანმა გაიტანეს. მესამე მატჩში დინამომ ესტონურ მაარდუს სამი უპასუხო გოლით მოუგო. შედეგიანი დარტყმით ორჯერ დიმიტრი ვეკუა გამოირჩა, ერთხელ კი ანდრია კაპანაძე. ხვალ დინამოელები ლატვიურ ლიეპაიას შეხვდებიან.
დინამოს რეგიონალური ნაკრები: სანდრო გულუა, ალი რუსტამოვი, დიმიტრი ვეკუა, ლაზარე რატიანი, ანდრია კვინიკაძე, ვასილ ბეჟიტაშვილი, ლაზარე ბრაჭული, გიორგი კაპანაძე, ერეკლე ქარსელაძე, ანდრია კაპანაძე, ლუკა ბეგოიძე, სამველ ბაღდასარიანი, გიორგი არჩემაშვილი, დანიელ ბოლქვაძე, დავით ფიცხელაური, გურამ დიასამიძე, საბა ლომინეიშვილი, ანდრია ბერბერაშვილი და ანდრია აბრამიანი.
მწვრთნელები: ვლადიმერ მუსერიძე და პაატა მეტრეველი
