საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 2025 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს, თავად შეხვედრები კი 19, 22 და 25 მარტს მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.
მოახლოებული ტურნირისთვის მზადების პერიოდში ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა და თბილისში ისრაელის 19 წლამდე ნაკრებს გაეჯიბრა. პირველი მატჩი 3 მარტს მესხი 2-ზე საქართველომ 2-1 (საბა სამუშია და გიორგი მეფარიშვილი) მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრა პეტრო არენაზე გატანილი გოლების გარეშე დასრულა.
მატჩებისთვის ლაშა ფირცხალაიშვილმა 10 დინამოელი გამოიძახა ნახკრებში: ცოტნე ბერელიძე (პირველ შეხვედრაში უკაპიტნა ნაკრებს), გიორგი მეფარიშვილი (პირველ შეხვედრაში გამარჯვების გოლის ავტორი), გიორგი ნიკოლაიშვილი, ლაშა პატარკაციშვილი, ლაშა ხუციშვილი, ნიკოლოზ ტკალია, ავთანდილ მაშავა, რეზი დანელია, ლევან ნაჭყებია და გიორგი ფერაძე.