დინამო თბილისის U12 გუნდი 16-დან 19 აგვისტოს ჩათვლით ბირბეკის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა. ტურნირში დინამოს გარდა ასევე მონაწილეობდნენ ტოტენჰემ ჰოთსპური, კოპენჰაგენი, ალკმაარი, ბაიერ ლევერკუზენი, აინტრახტი, დინამო კიევი და სხვა.
პატარა დინამოელები ჯგუფურ ეტაპზე ოთხ მოწინააღმდეგეს შეხვდნენ: 0-0 ბრონდბიუსთან, 1-0 ხარაიშვილის გოლით ბეერსხოტსან, 2-0 ანდერლეხტთან ხარაიშვილი/მიქაბერიძის გოლებით და 2-1 სენტ ტრუდენთან ხარაიშვილის დუბლით. შემდეგ გამარჯვებული გუნდები ოქროს ჯგუფში გადანაწილდნენ. დინამომ ქანტარიას გოლით 1-1 ტოტენჰემთან ითამაშა, 0-0 ვესტერლოოსთან, მიქაბერიძის გოლით 1-0 ალკმაარს ვაჯობეთ, 2-3 წავაგეთ ანტვერპენთან (დავლიანიძე/გადრანი) და 0-2 დავთმეთ ანდერლეხტთან. საბოლოოდ დინამოელებმა პრესტიჟულ ტურნირზე მე-6 ადგილი დაიკავეს.
მწვრთნელი - გიორგი მამუჩიშვილი
მერაბ კანდელაკი, ანზორ მანიჯაშვილი, იოსებ გოგიჩაიშვილი, ანდრია ჩომახიძე, ანდრია ბაკურია, ნიკოლოზ ტუხაშვილი, ნიკოლოზ ხიდეშელი, ცოტნე მიქაბერიძე, ტატო ლოლუა, თომა ტომარაძე, ნიკოლოზ ბაღდასარიანი, გაბრიელ შარია, გაბრიელ გადრანი, ნიკა ლომია, ნოე დრიაევი, დავით დავლიანიძე, ნიკოლოზ ხარაიშვილი, ნიკოლოზ ქანთარია.
ფოტოამბავი