დარასელიას თასზე დინამოელებმა პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს უოტფორდთან გამართეს. მატჩი ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. თბილისელებმა შეხვედრა ელისაშვილის, ლამიდის (ავტო გოლი) და ჩიქოვანის გოლებით 3-0 მოიგეს.
25 აგვისტოს ზურა ელიავას გუნდი იუვენტუსს იმავე სტადიონზე დაუპირისპირდა და 3-1 იმარჯვა. გოლები ციკოლია, პრეკუპანუმ (ავტო გოლი) და დიაკონიძემ გაიტანეს. ამ მოგებით თბილისელები ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ და 2 დღის შემდეგ დინამო არენაზე ისევ იუვენტუსს შეხვდნენ. 1-1 ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში ტურინელებმა მარჯვეს.
28 აგვისტოს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი დინამო უოტფორდს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.