დინამო თბილისის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, პირველი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ნოვარას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს უმასპინძლა
"თქვენმა თამაშმა და დაფიქსირებულმა შედეგმა თითოეული ჩვენგანი ძალიან გაახარა. ვამაყობ თქვენით და დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გელით. ის ჟინი და მონდომება, რაც მოედანზე აჩვენეთ ძალიან დასაფასებელია." - განაცხადა რომან ფიფიამ
15-წლამდე დინამოელებმა იტალიის ქალაქ ნოვარაში საერთაშორისო ტურნირი Youth Cup მოიგეს. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად აკადემიელებმა ნოვარა, მონცა, გოცანო, ჟენოა და გენკი დაამარცხეს.