• Geo
  • Eng
02.06.2024
14 წლამდე დინამოელების მე-5 ადგილი იტალიიდან

31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით იტალიურ კაირო მონტენოტეში 27-ე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობდა. 24 გუნდიან გათამაშებაში 6 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

დინამოელები H ჯგუფში იტალიურ გუნდებს ოსპედალეტის და ტორინოს შეხვდნენ. ტურნირში სხვებთან ერთად ასევე იუვენტუსი, მილანი, ჯენოა, მონცა, სამპდორია, ინტერი, ატალანტა და მონაკო მონაწილეობენ.

 

ლაშა გიორგობიანის გუნდი ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჯერ ოსპედალეტის დაუპირისპირდა და 3-0 აჯობა მეტოქეს, ხოლო შემდეგ დინამომ ტორინოსთან 1-3 დათმო მატჩი. პირველ მატჩში გოლები ლევან ჭიკაიძემ, სანდრო ბინიაშვილმა და გაბრიელ გოგუამ გაიტანეს. ტორინოსთან კი თავი ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა. მერვედფინალში პატარა დინამოელები სამპდორიას შეხვდნენ, ძირითად დროში ვერ აჯობეს, თუმცა პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხეს მეტოქე. გათამაშების მეოთხედფინალში თბილისელები იუვენტუსს შეხვდნენ და 0-4 დამარცხდნენ. დინამოელებმა ტურნირი V-VIII ადგილებისთვის გააგრძელეს და ჯერ უნგრულ დიოშგიორს ნიკა თომაევის და დემეტრე ქურასბედიანის გოლებით 2-1 მოუგეს, ხოლო შემდეგ ჯენოას პენალტების სერიაში 3-2 აჯობეს და მე-5 ადგილი დაიკავეს (ძირითადი დრო ჯენოსთან 2-2 მორჩა. გოლები დემეტრე ქურასბედიანის და გაბრიელ გოგუას ანგარიშზეა). ტურნირის გამარჯვებული კი სწორედ იუვენტუსი გახდა, რომელმაც ფინალში ტორინოს აჯობა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე ტურნირის საუკეთესო 11 ფეხბურთელი შეირჩა, დინამოელთაგან ამ სიმბოლურ გუნდში თორნიკე ფილაური დასახელდა.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

 

ირაკლი ხვიჩია, ნიკა თომაევი, სანდრო ბინიაშვილი, ლევან ჭიკაიძე, დემეტრე მასხარაშვილი, დემეტრე ქურასბედიანი, ოთო გურიელი, ალექსანდრე ჩიქოვანი, ნიკოლოზ სახვაძე, დათა ელიავა, თორნიკე ფილაური, ნიკოლოზ კობზონაძე, გაბრიელ გოგუა, ნიკოლოზ ტარაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია ოჩიგავა, ანდრია ფოცხვერია, ლუკა ვაშაკიძე, დავით მაჭარაშვილი, ანრი უგულავა, დემეტრე გელაშვილი და გიორგი აბულაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024