• Geo
  • Eng
30.05.2024
14 წლამდე დინამოელები სანტეროს ტურნირზე

დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობა იტალიაში გაემგზავრა.

 

31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით კაირო მონტენოტე 27-ე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს. 24 გუნდიან გათამაშებაში 6 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

დინამოელები H ჯგუფში იტალიურ გუნდებს შეხვდებიან. თბილისელებს მეტოქეობას ტორინო და ოსპედალეტი გაუწევენ. ტურნირში სხვებთან ერთად ასევე იუვენტუსი, მილანი, ჯენოა, მონცა, სამპდორია, ინტერი, ატალანტა და მონაკო მონაწილეობენ.

 

ლაშა გიორგობიანის გუნდი 31 მაისს დილით ჯერ ოსპედალეტის ეთამაშება, ხოლო საღამოს კი ტორინოსთან მოსინჯავს ძალებს.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

 

ირაკლი ხვიჩია, ნიკა ტომაიევი, სანდრო ბინიაშვილი, ლევან ჭიკაიძე, დემეტრე მასხარაშვილი, დემეტრე ქურასბედიანი, ოთო გურიელი, ალექსანდრე ჩიქოვანი, ნიკოლოზ სახვაძე, დათა ელიავა, თორნიკე ფილაური, ნიკოლოზ კობზონაძე, გაბრიელ გოგუა, ნიკოლოზ ტარაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია ოჩიგავა, ანდრია ფოცხვერია, ლუკა ვაშაკიძე, დავით მაჭარაშვილი, ანრი უგულავა, დემეტრე გელაშვილი და გიორგი აბულაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024