საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა თურქეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. 12 და 15 დეკემბერს, გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეზობლებს მიხეილ მესხის და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონებზე უმასპინძლა.
პირველი თამაში გუნდებმა საყაიმო ანგარიშით 1-1 დაასრულეს. გოლი ზუსტი საჯარიმო დარტყმით დინამოელმა რეზი დანელიამ გაიტანა. მეორე მატჩში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა დინამოელმა გიგი გლუნჩაძემ ზუსტი პენალტით სხვაობა აღადგინა, ხოლო მატჩის ბოლოს რეზი დანელიას გადაცემის შემდეგ ასევე დინამოელმა ნიკა ჩიქოვანმა ტექნიკური და ლამაზი გოლით საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა 2-1.
დინამო თბილისიდან აღნიშნული მატჩებისთვის 15 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული: საბა ტარტარაშვილი, საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, გიორგი გვასალია, ანდრონიკა ხოროიშვილი, გიორგი ლომიძე, მათე შათირიშვილი, შოთა დიაკონიძე, ნიკა ჩიქოვანი, ნიკა ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია, ვახო სალია, ნიკოლოზ გვაზავა და ანდრია ვიბლიანი.
ფოტო:nakrebi.ge