• Geo
  • Eng
15.05.2024
დინამო-2 ლიდერებში

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტურის მატჩი გაიმართა. მესხი 2-მა დედაქალაქურ დერბის უმასპინძლა, რომელშიც ლოკომოტივი დინამოს მეორე შემადგენლობას დაუხვდა.

 

პირველი ტაიმის დებიუტში ალექსანდრე ფეიქრიშვილმა დინამოელები დააწინაურა, რასაც მე-13 წუტზე მამია გავაშელიშვილმა უპასუხა 1-1. ლურჯ-თეთრებმა მეორე გოლი მალევე გაიტანეს, თეიმურაზ ოდიკაძის ზუსტი დარტყმით ისევ სტუმრები დაწინაურდნენ 1-2. შეხვედრის 70-ე წუთზე გავაშელიშვილმა პენალტით დუბლი გაიფორმა. გიორგი მეფარიშვილმა 81-ე წუთზე ისევ დინამოელები დააწინაურა, მატჩის კომპენსირებულ პერიოდში კი დავით გოცირიძემ საფინალო ანგარიში 2-4 დააფიქსირა. ამ მოგებით ვალერი გაგუას გუნდმა 23 ქულა დააგროვა და რუსთავთან ერთად პირველ-მეორე ადგილს იყოფს სატურნირო ცხრილში.

 

დინამო-2 მომდევნო შეხვედრას 19 მაისს აკადემიის მოედანზე გამართავს, თბილისელები მე-4 ადგილოსან გარეჯს უმასპინძლებენ.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024