• Geo
  • Eng
17.05.2025
19 წლამდელების კიდევ ერთი გამარჯვება

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 19 წლამდე გუნდებს შორის. ოქროს ლიგის მე-14 ტურის მატჩი (მე-11 შეხვედრა) ითამაშა დინამომ, რომელმაც ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და 3-2 აჯობა მეტოქეს. გოლები თანაქალაქელს რეზი დანელიამ, ანდრია ვიბლიანმა და რატი ალექსიძემ გაუტანეს.

დინამოელები სატურნირო ცხრილში 26 ქულით, პირველ-მეორე ადგილს იბერიასთან ინაწილებენ. მომდევნო შეხვედრას ვასილ გეგუჩაძის გუნდი 21 მაისს, საგურამოში ლოკომოტივთან გამართავს.

 

U19 დინამო 3-2 ვიტ ჯორჯია

 

U19 დინამო: ღაღვაშვილი, ლელაშვილი, ლომიძე, გვაზავა, ნიკოლაიშვილი, ხოხაშვილი, ხუციშვილი, ძნელაძე, დანელია, ვიბლიანი, ალექსიძე

სათადარიგო სკამი: კალანდაძე, საჯაია, ჯინორია, ნათენაძე, რეხვიაშვილი, ჩხარტიშვილი, ტოგონიძე, ბიგვავა, მიქაუტაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025