• Geo
  • Eng
30.03.2025
მეორე გუნდის ფრე და 19 წლამდელების გამარჯვება

დინამოს მეორე შემადგენლობამ მესამე ტურის მატჩი გამართა, რომელშიც გონიოს უმასპინძლა. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში 66-ე წუთზე თემო ოდიკაძემ გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი სხვაობის აღდგენა ლევან ინგოროყვამ მოახერხა. საბოლოო ანგარიში 1-1, ხოლო მომდევნო მატჩს ჩვენი მეორე გუნდი 1 აპრილს ტყიბულში მეშახტესთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბები

 

მეექვსე ტურის მატჩი გამართა დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ, რომელმაც პრინციპულ მეტოქე ტორპედოს უმასპინძლა. მატჩი თავიდანვე დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. დინამომ მეტოქე ლაზარე ნათენაძის დუბლით და რეზი  დანელიას გოლით 3-1 დაამარცხეს. თბილისელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 12 აპრილს თელავში ჩაატარებენ.

 

დინამო; ღაღვაშვილი, საჯაია, ჭოლოკავა, გვაზავა, ხუციშვილი, ფერაძე, ნათენაძე, დანელია, ნაჭყებია, ალექსიაძე, ბურდიაშვილი

სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, ლელაშვილი, ჯინორია, ხოროიშვილი, რეხვიაშვილი, კაკაშვილი, სადაღაშვილი, ტოგონიძე, ვიბლიანი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025