5/22/2012
სეზონი გამარჯვებით დასრულდა (EN)

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXXIII, ბოლო ტურის შეხვედრაში, ჩემპიონის რანგში მყოფი დინამოელები მარტვილს ესტუმრნენ და ადგილობრივ მერანს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენი გუნდის ლამაზი გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. დღევანდელ მატჩში დინამოელთაგან გატანილი გოლებით თავი გამოიჩინეს– ზივზივაძემ (ორი), მუმლაძემ (ორი) და გველესიანმა. შეგახსენებთ, რომ დინამომ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.

მერანი 2 1:3 დინამო 2

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ზარქუა, მაჭავარიანი, მარაქველიძე, ჩაფიძე, სამხარაძე, კახნიაშვილი (ჯაკონია 76), ჭეჭელაშვილი, პაპუნაშვილი, მუმლაძე, წილოსანი, მესხი (წითლიძე 35)

გაფრთხილება: კახნიაშვილი 65’

გოლები: წილოსანი 42’ მუმლაძე 47’ პაპუნაშვილი 54’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024