4/20/2012
მიკელ ალვარო – ყველა ათვითცნობიერებს შეხვედრის მნიშვნელობას (EN)

გორის დილასთან მატჩის წინ, ჩვენი გუნდის ბასკ ლეგიონერს– მიკელ ალვაროს, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

მიკელ ალვარო– წინა შეხვედრა ვერ ჩავატარეთ სათანადოდ, შეცდომები დავუშვით და მერე ანგარიშის გათანაბრებაზე მოგვიწია ზრუნვა. დილასთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურადაც. მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რადგანაც ჩვენ ოპონენტს სამი ქულით ვუსწრებთ, ხოლო ტორპედოსთან ორი ქულა გვაშორებს. მთელი გუნდი ფსიქოლოგიურად მობილიზირებულია და ყველა ათვითცნობიერებს ამ შეხვედრის მნიშვნელობას. ამდენი ფრედ დამთავრებული თამაშის შემდეგ, იმედია ნავსს გორში გავტეხთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, მცირე ტრავმა მქონდა, რომელიც მოვირჩინე და ყველანაირად მზად ვარ დინამოს წარმატებულ გამოსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024