3/18/2012
აკადემიის ასაკობრივი გუნდების მორიგი გამარჯვება (EN)

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისის აკადემიის 2001 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა  პირველი საშინაო შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი გუნდის აღსაზრდელები ერთი წლით უფროს ფეხბურთელთა გუნდს დაუპირისპირდა და 6:2 გაიმარჯვა. სულიკო დავითაშვილის მოწაფეებმა მეტოქე – სოხუმის დინამო დაამარცხეს და რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ დინამოს 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრიდან ჩაერთო გათამაშებაში და ორი ჩატარებული შეხვედრიდან ორი მოგებით იწონებს თავს.
საგულისხმოა, რომ დღეს ჩვენი ასაკობრივი გუნდის მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. 1999 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი მთვარის გლობუსს დაუპირისპირდა. ოთარ გაგნიძის შეგირდებმა დიდი ანგარით 6:0 იმარჯვეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024