2/3/2012
დინამოს დუბლებმა ჯგუფური ეტაპი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულეს (EN)

დინამო თბილისის დუბლშემადგენლობათა გუნდმა ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა ზესტაფონის დუბლშემადგენლობასთან გამართა. სამედიცინო უნივერსიტეტთან მდებარე საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული უხვგოლიანი მატჩი დინამოს დუბლების შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით დაპირისპირებაში დინამოელებმა 6:2 იმარჯვეს და გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე დამატებით ბონუს ქულაც მოიპოვეს. ზესტაფონის კარში გატანილი გოლებით კაჭარავა, ზივზივაძე, მუმლაძე, ფოცხვერია და რუხაძე გამოირჩნენ, ამ უკანასკნელმა მარგველთა კარის აღება ორჯერ მოახერხა.

თამაზ სამხარაძის თავკაცობით მობურთალმა დინამოელებმა დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

ტყეშელაშვილი (მარიამიძე), გაგნიძე, გურეშიძე, ტვილდიანი, კაკულია, ჩაფიძე, პაპუნაშვილი (მუმლაძე), ჯავახიშვილი, რუხაძე, კაჭარავა (ზივზივაძე), ფოცხვერია (ლობჟანიძე)

აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულეს. ჩვენი გუნდი ¼ ფინალურ შეხვედრას ზეგ, 4 თებერვალს გამართავს.

დღევანდელი შეხვედრსი ფოტოები დინამოს ოფიციალურ Facebook–ის გვერდზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024