1/31/2012
მარცხი ჩინეთის ჩემპიონთან (EN)

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი გუნდი ამჯერად ჩინეთის მოქმედ ჩემპიონს, გუანჟოუს დაუპირისპირდა. თბილისელი ფეხბურთელები სამხრეთ ჩინეთის ვეფხვებთან 0:3 დამარცხდნენ. დღევანდელ შეხვედრაში  რობერტიონს ორჯერ, ჯიღაურს და იაგუეს კი თითოჯერ მართებდათ მეტოქის კარის აღება. ჩინელებთან თამაშში თბილისელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა (ჯიღაური 24’), კვეკვესკირი (რობერტინიო 79’), ლომიძე, პაპავა, ალვარო (გურული 46’), კოშკაძე, ჩისკო (იაგუე 36’), რობერტინიო (კოტო 57’) , გოგუა

დღევანდელ მატჩს არ დასწრებია გიორგი დევდარიანი. დინამოელებს გუნდის ახალი თავკაცი ორიოდ საათში შეუერთდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024