1/28/2012
მარცხი შვეიცარიელებთან (EN)

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა, Impact Cup- ის გათამაშებაზე მესამე შეხვედრა ჩაატარა. თბილისელების მეტოქე შვეიცარიული იანგ ბოიზი გახლდათ. მეტად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იანგ ბოიზის გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. დინამოს შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა– რობერტინიომ გაიტანა. თბილისელები ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას და შეხვედრის პენალტების სერიაში გადაყვანას, თუმცა შვეიცარიელებმა კონტრშეტევაზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩიც დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024