1/24/2012
ჯაბა ჯიღაური – ჩემპიონატისთვის ვემზადებით (EN)

მარბელაში გამართული პირველი მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ჯაბა ჯიღაურს გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი ჩამოვარვით.

ჯაბა ჯიღაური - თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ღამე არ გვძინებია და მძიმე მგზავრობა გვქონდა, ნებისმიერ გუნდთან გაგვიჭირდებოდა თამაში. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ მგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც დავმარცხდით. დასანანია, ყველანი შეწუხებული ვართ მარცხით. ყურების ჩამოყრა არ ღირს, წინ ორი თამაშია და აუცილებლად ვეცდებით გამარჯვებას. ნახევარი შეკრება გავიდა. საწვრთნელი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესია, ყველა ჩართულია და ჩემპიონატისთვის ვემზადებით. ძალიან ძლიერი ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, ისეთები, რომლებიც გვჭირდებოდნენ. გუნდში დიდი კონკურენციაა და ყველანი ძალიან მონდომებულები ვართ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024