1/23/2012
დინამოელები კრაკოვიასთან დამარცხდნენ (EN)

ესპანურ შკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა Football Impact Cup 2012-ის გათამაშებაზე პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი პოლონეთის ეკსტრაკლასას ბინადარ კრაკოვიას დაუპირისპირდა და დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდის რიგებიდან გატანილი გოლებით თავი ალბერტ იაგუემ გამოიჩინა, მან დღევანდელ შეხვედრაში დუბლის შეასრულება მოახერხა. დინამოელები მარბელაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მომდევნო შეხვედრას ნორვეგიულ სტორმსგოდსეტთან 25 იანვარს გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024