1/22/2012
დინამოელების თავისუფალი დრო (EN)

თამაშისა და ვარჯიშებიდან თავისუფალ დროს დინამოელები ბარსელონის ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ, კომპიუტერით ერთობიან და სხვა. დღეს ჩვენმა ვებ-გვერდმა სასტუმროს იმ ოთახში შეიჭვრიტა, სადაც ნიკა კვეკვესკირი და თორნიკე ზარქუა ცხოვრობენ.     
ნიკა კვეკვესკირი – ოთახში თორნიკე ზარქუასთან ერთად ვარ და ინტერნეტით და კომპიუტერული თამაშებით ვერთობით. ძირითადად აქაც ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩემი და თორნიკეს თამაშები ისეთი უშეღავათოა, რეალს და ბარსელონას შეშურდებათ. PES 2012- ში საქართველოს ჩემპიონატსაც ვთამაშობ და იქ დინამო პირველ ადგილზეა. ლევან კაკუბავაც ჩვენი ხშირი სტუმარია. მოვასწარი საგრადა ფამილიას დათვალიერება და ძალიან მოხიბლული დავრჩი. აღტაცებული ვარ გაუდის არქიტექტურით. კვირას დასვენების დღე გვაქვს და გუნდი ბარსელონას ქართულ ეკლესიაში მივდივართ. რასაც მოვასწრებ ყველაფერი მინდა ვნახო. შემდეგ კი კრაკოვიასთან მატჩისთვის მოვემზადები.
ლევან კაკუბავა – მძიმე ტრავმის შემდეგ უკეთესად ვარ. მთავარია ყავარჯნები გადავაგდე და თავისუფლად სიარული შემიძლია. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ და ვიმედოვნებ, რომ მარტიდან მოედანზე გასვლას და სრულფასოვან ვარჯიშს შევძლებ. თავისუფალ დროს ძირითადად კომპიუტერთან ვატარებ. ნიკას და თორნიკეს ხშირად ვსტუმრობ და კომპში მაინც ვთამაშობ ფეხბურთს. ბარსელონაში ყოფნისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მაინც კამპ ნოუზე ნანახმა მოახდინა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024