1/13/2012
პირველი ვარჯიში ესპანურ შეკრებაზე (EN)

დინამოელებმა ბარსელონაში ადგილობრივი დროით 18.00 საათზე პირველი ვარჯიში გამართეს. ესპანურ შეკრებაზე ალექს გარსიას განკარგულებაში არიან: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კონსტანტინე სეფიაშვილი, გულვერდ თომაშვილი, დავით ოდიკაძე, ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, მამუკა ლომიძე, ირჟი ჰომოლა, დავით ხოჭოლავა, გიორგი კახელიშვილი, ნიკა კვეკევესკირი, ირაკლი ძარია, ალექსანდრე კოშკაძე, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, მიკელ ალვარო, გიორგი ჩივაძე, კარლეს კოტო, ალბერტო იაგუე, ჩისკო, რობერტინიო, გიორგი მერებაშვილი და ანდრეუ გარაუ. 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი გუნდს ბარსელონაში დღეს შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. გუნდთან ერთად ივარჯიშა ლევან ხმალაძემ, რომელსაც სერიოზული ტრავმის გამო, დიდი ხანი არ უთამაშია. ინდივიდუალურად ივარჯიშეს რეხვიაშვილმა, პარუნაშვილმა და ხოჭოლავამ. სარეაბილიტაციო კურსს გადის ლევან კაკუბავა. ხვალ ალექს გარსია გუნდს ორჯერ ავარჯიშებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024