1/5/2012
გრიგოლ ცაავა – 50 ! (EN)

გრიგოლ ცაავა ძალიან ახალგაზრდა, 17 წლის ასაკში მოხვდა დინამოში და ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში 10 სეზონი გაატარა. იგი დინამოს ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. მას შეუდარებელი დავით ყიფიანის შემდეგ, ერგო პატივი ჩვენი გუნდის ათნომრიანი მაისური ემოსა. 1979-1990 წლებში მან დინამოს შემადგენლობაში 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. დღეს გრიგოლ ცაავა 50 წლის გახდა. ვულოცავთ იუბილეს დინამოს ვეტერანს. ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ გრიშას. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024