12/12/2011
ვალდებულნი ვართ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ (EN)

ზესტაფონთან მოახლოებული მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი თექთურმანიძემ გააკეთა.

გიორგი თექთურმანიძე – ფოთის კოლხეთთან ჩატარებული თამაშის შედეგზე ირჟი ჰომოლას გაძევებამ უდიდესი ზეგავლენა იქონია. ჰომოლას გაძევების შემდეგ ჩვენი თამაში სპონტანურად წარიმართა. სასიხარულოა, რომ გავიტანეთ და არ წავაგეთ, ზესტაფონთან შეხვედრის წინ  ნამდვილად არ გვსურდა იმერეთში წაგებულნი წავსულიყავით. ვიმედოვნებ, ოთხშაბათს გულშემატკივარი რადიკალურად სხვა ფეხბურთს იხილავს. ზესტაფონში გათამაშების ერთ–ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება და ვალდებულნი ვართ ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024