10/30/2011
კარლეს კოტო - სპარტაკთან მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა (EN)

ცხინვალის სპარტაკთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის დინამოს ესპანელ ლეგიონერს, სპარტაკის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორს, კარლეს კოტოს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ვთხოვეთ.არლეს კოტო - ვიცოდით რომ ძალიან რთული თამაში გველოდა. სპარტაკთან მოგება სატურნირო თვალსაზრისით ჰაერივით გვჭირდებოდა. კმაყოფილი ვარ, რომ უკანასკნელ შეხვედრებში გოლები გამაქვს და მიხარია, რომ გუნდის წარმატებულ თამაშში ჩემი წვლილიც შემაქვს. წინ გორის დილასთან, დაძაბული და მნიშვნელოვანი სათასო მატჩი გველის. პირველ თამაშში უპირატესობა გვქონდა და ჩემი აზრით მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ საგოლე მომენტების ვერ გამოყენების გამო დავისაჯეთ და ფრედ ვითამაშეთ. ვიცით რომ ფავორიტები ვართ და ეს მოედანზე გვექნება დასამტკიცებელი, თანაც ისეთ მინდორზე, სადაც ფაქტობრივად გამორიცხულია საუკეთესო თამაშის ჩვენება, თუმცა ვალდებულნი ვართ 1/8 ფინალური ეტაპი გავიაროთ. დინამოს დატვირთული კალენდარი აქვს, მაგრამ ეს ფაქტორი ფეხბურთელებს დისკომფორტს არ გვიქმნის, პირიქით ჩვენ პროფესიონალები ვართ და  სასიამოვნოა კიდეც, როდესაც ასე ხშირად გიწევს მოედანზე საყვარელი საქმის კეთება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024