10/29/2011
დინამოელები 19-წლამდელთა ნაკრებში (EN)

საქართველოს 19-წლამდელთა ეროვნული გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც დინამო თბილისის დუბლშემადგენლობის თავკაცი, გიორგი დევდარიანი გახლავთ, თურქეთში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს. ახალგაზრდა ჯვაროსნები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას 31 ოქტომბრიდან დაიწყებენ. 19-წლამდელთა  მთავარი მწვრთნელის, გადაწყვეტილებით, შეკრებაზე რვა დინამოელი ფეხბურთელი არის გამოძახებული. გიორგი პაპავა, თევდორე კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა და არჩილ ტვილდიანი თურქეთში, ქალაქ ესკინშეჰირში გასამართი შეხვედრებისთვის მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020