10/16/2011
დიდი მადლობა გლადიატორებს (EN)

მეტალურგთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალუი ვებ–გვერდისთვის, მცირედი კომენტარის გაკეთება დინამოელთა რიგებიდან მეორე გატანილი გოლის ავტორს, გიორგი კახელიშვილს ვთხოვეთ.

გიორგი კახელიშვილი - გულგატეხილები ვართ. მოედანზე მოსაგებად გავედით და არ გაგვიმართლა. მაშინ, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ საყაიმო იყო, ჩვენ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, 1:1-ზე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დაუწერელი საფეხბურთო კანონიც მაშინვე ამოქმედდა. ვერ გავიტანეთ და გაგვიტანეს. მწვრთნელთან ერთად დავსხდებით, განვიხილავთ ყველა იმ დაშვებულ შეცდომას, რამაც უშუალოდ დღევანდელი მარცხი გამოიწვია და უმოკლეს დროში ვეცდებით მათ აღმოფხვრას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო გლადიატორებს, რომლებიც გამუდმებით გვერდით გვიდგანან და პირობას ვდებ, მთელი გუნდის სახელით, რომ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და მათ გამარჯვებებით გავახარებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024