10/15/2011
დინამო – მეტალურგს ლევან კვარაცხელია განსჯის (EN)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის IX ტურის შეხვედრას, რომელიც ჩვენი გუნდი რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ ჩაატარებს, ლევან კვარაცხელია განსჯის. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მიმდინრე სეზონში, კვარაცხელიას უკვე მესამეჯერ მოუწევს დინამოს მონაწილეობით გამართული მატჩის მსაჯობა. 2011/2012 წლების სეზონში ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრა არცერთხელ არ მოუგია. ჯერ იყო და დინამო  ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ზესტაფონთან დაზავდა – 2:2, შემდეგ კი ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩი, სადაც ჩვენი გუნდი გორის დილას მასპინძლობდა.

უკანასკნელი მატჩი, რომელშიც ლევან კვარაცხელია მთავარ მსაჯად იყო წარმოდგენილი  საერთაშორისო სტატუსის გახლავთ. ქართველმა არბიტრმა უეფას ევროპის ჩემპიონტის საკვალიფიკაციო მატჩი იმსაჯა, სადაც ერთმანეთს ბულგარეთის და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებები ( 3:2 ) ხვდებოდნენ. ხსენებულ მატჩში კვარაცხელიას 7–ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება, ერთხელ წითელი ბარათიც აუფრიალა ბულგარელ ფეხბურთელს, შეხვედრის 40–ე წუთზე კი მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 18 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 44 თამაში / 179 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი
პირველი ლიგა - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 7 თამაში / 34 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საერთაშორისო ამხანგური მატჩები – 2 თამაში / 16 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024