9/21/2011
ალექს გარსია – შევეცდებით ლიდერობა განვიმტკიცოთ (EN)

წლების მანძილზე კატალონიურ ბარსელონაში ნამუშევარმა ალექს გარსიამ ქუთაისის ტორპედოსთან მოახლოებული ქართული კლასიკოს წინ  მცირე კომენტარი გააკეთა.

ალექს გარსია – ქუთაისში რთული მატჩი გველის. ყველას გვესმის ამ შეხვედრის მნიშვნელობა. მაქსიმალურად შევეცდებით 3 ქულის მოპოვებას, რათა სატურნირო ცხრილში პოზიციები გავიმყაროთ და პირველ ადგილზე დავმკვიდრდეთ. მეტოქის რამდენიმე თამაში  გვაქვს ნანახი და მასზე შესაბამის ინფორმაციასაც ვფლობთ. ტორპედომ მწვრთნელი შეიცვალა და გუნდი უფრო მოტივირებული გამოვა მოედნზე ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ.  მაქსიმუმს გავიღებთ რათა დინამოს გულშემტკივარი ამ პრინციპულ მატჩში გამარჯვებით გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024