9/16/2011
დინამოს შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი გაუძღვება (EN)

დინამო თბილისის და ფოთის კოლხეთის დაპირისპირებას, რომელიც ზუგდიდში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, დავით ხარიტონაშვილი განსჯის.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილს ცხრა შეხვედრა აქვს ნამსაჯი. აქედან ოთხი შეხვედრა დინამოს გამარჯვებით, სამი მატჩი მოტოქეთა მოგებით, ორი კი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ხარიტონაშვილმა იმსაჯა ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის ტორპედოსა და ბოლნისის სიონის დაპირისპირება გახლავთ, სადაც მან მონაწილე ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

საგულისხმოა, რომ გასულ სეზონში კოლხეთისა და დინამოს პირველი წრის შეხვედრა სწორედ ხარიტონაშვილმა იმსაჯა, რომელიც დინამოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა.ხარიტონაშვილმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი და აქედან ოთხჯერ დინამოელები გააყვითლა.

ჩვენს მიერ მოგროვებულ მასალაზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 39 თამაში / 129 ყვითელი / 4 წითელი / 7 პენალტი

პირველი ლიგა - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი - 7 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 1 შეხვედრაში

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022