დინამოსა და აეკ-ის უეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას ათენში უელსელი საიმონ ლი ევანსი განსჯის. 35 წლის ევანსი ფიფას არბიტრი 2007 წლიდან გახლავთ. იგი მთავარ მსაჯად ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებზეც მუშაობდა. მისი ბოლო საერთაშორისო შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე აქტიუბე-ალანიას განმეორებითი მატჩი იყო, სადაც მან ფეხბურთელებს 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.