8/29/2011
გოლი,რომელიც არ ყოფილა (EN)

დინამო – ზესტაფონის პრინციპულ შეხვედრაში მთავარი არბიტრის, ლევან კვარაცხელიას და თანამსაჯის, ზაზა ფიფის გადაწყვეტილებამ, მატჩის შედეგზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია.ჩვენს კარში ჩათვალეს გოლი, რომელიც უბრალოდ არ გასულა. ბურთს არ გადაუკვეთავს კარის ხაზი. მატჩის რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და რამდენიმე რაკურსით განმეორებითი ჩვენებისას, ეჭვს არ იწვევს მსაჯების უხეში შეცდომა. ხსენებულ ეპიზოდს დინამოელების – გიორგი ლორიას და ლევან კაკუბავას გაფრთხილება მოჰყვა,რომლებმაც ვერ დამალეს უკმაყოფილება მსგავსი უსამართლობის გამო. ასევე ეჭვს ჰბადებს არბიტრის ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც დინამომ გოლი სრული წესების დაცვით გაიტანა. სამწუხაროა, რომ უკვე ჩემპიონატის სტარტზე გიწევს მსაჯების გამოუსწორებელი შეცდომის შესახებ საუბარი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024