ალექსანდრე კოშკაძე - ჩვენ რთულ შეხვედრას ველოდით. გორში არ არის ადვილი
თამაში. აუცილებლად უნდა ავღნიშნო დილას ძალიან კარგი გამოსვლა. მეტოქემ გამართული ფეხბურთი გვეთამაშა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ უპირატესობის გაზრდისთვის პირდაპირ ვიტყვი ბევრი ვერაფერი გავაკეთეთ. დილამაც არ მოგვცა ამის საშუალება და არც ჩვენ ვბრწყინავდით. დილით ეკლესიაში ვიყავით და მამა ალექსიმ გვითხრა მატჩის წინ აუცილებლად გველოცა.
ისეთი შეხვედრა მოვიგეთ ბოლო წამებზე,რომელსაც მე გამართლებას ვერ დავაბრალებ.ჩემი აზირით,რომ არა ღვთის მადლი გამარჯვების მიღწევას ბოლო წამებზე ვერც მოვახერხებდით.