გორში გამართული დილა 1:2 დინამოს დაპირისპირების შემდგომ,მეტოქე გუნდის თავკაცებმა მატჩის შესახებ კომეატარი გააკეთეს.
ალექს გარსია – რთული თამაში გვქონდა.ზესტაფონთან გამართული შეხვედრის მსგავსად დღესაც უკანასკნელ წუთზე მოვახერხეთ გოლის გატანა და ტაბლოზე საჩვენო შედეგის დაფიქსირება.ეს კი იმას ნიშნავს,რომ გუნდი სუნთქვას და შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე იბრძვის მოსაგებად.ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ,რამეთუ დაგეგმილი სამი ქულა შევმატეთ ჩვენს ქულათა მარაგს.
გიორგი ცეცაძე – როგორც ხედავთ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში არ გვიმართლებს.პირველი ლიგიდან გადმოსვლის შემდეგ მხოლოდ რვა კვირა გვქონდა