საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე დინამო თბილისის მომავალმა მეტოქემ,ფოთის კოლხეთმა მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში ხობის კოლხეთს სძლია.
სტუმრად პირველი წაგებული შეხვედრის (1:2) შემდეგ საპასუხო შეხვედრაში ათი კაცით მოთამაშე ფოთელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 1:0 სძლიეს და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
აღსანიშნავია,რომ სათასო დაპირისპირებაში წითელი ბარათი მიიღო შეხვედრის მეორმოცე წუთზე დავით ლომაშვილმა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო თბილისურ გუნდთან საჩემპიონატო თამაშში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს