სექტემბრის მეორე ნახევარში დინამოს მჭიდრო კალენდარი აქვს. 11 დღეში ჩვენს გუნდს 4 მატჩის გამართვა უწევს. 17 სექტემბერს კოლხეთთან, 21-ში მესამე ტურის გადადებული შეხვედრა ტორპედოსთან, 25-ში მერანთან და 28 სექტემსერს თასის 1/8 ფინალი. მნიშვნელოვანი მატჩების წინ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ალექს გარსიას მცირე კომენტარი ვთხოვეთ.
ალექს გარსია - მართალია რთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ შეგვიქმნის. ჩვენ მზად ვართ. მე ფეხბურთელებს ვესაუბრე, რომ ძალიან დატვირთული თვე გვაქვს. ვეცდებით ყველა მატჩში გამარჯვებული გამოვიდეთ. ფოთის კოლხეთის ბოლო მატჩის ფირი ვნახეთ გაგრასთან. ძალიან კომპაქტური, დაცვაში ძლიერად და ორგანიზებულად მოთამაშე გუნდია. ასე, რომ ძალიან ძნელი მატჩი იქნება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. წინა შეხვედრისგან შედარებით ჩვენს გუნდში რამდენიმე ცვლილება იქნება.